როგორ მუშაობს დამტვირთველი – სრული გზამკვლევი

საწყობებში, სამშენებლო მოედნებზე, ქარხნებსა და სავაჭრო ცენტრებში ყოველდღიურად ათობით, ზოგჯერ კი ასობით ტონა ტვირთი გადაადგილდება. ამ პროცესის უდიდეს ნაწილს დამტვირთველი ასრულებს. ეს არის მანქანა, რომლის გარეშეც თანამედროვე ლოგისტიკა ძნელად წარმოსადგენია. მაგრამ რამდენმა ადამიანმა იცის, როგორ მუშაობს ის რეალურად? ეს კითხვა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არ უნდა დავსვათ. ვინც პაგრუშიკს, ანუ დამტვირთველს ყიდულობს, მისი მახასიათებლებიც უნდა იცოდეს, რათა სწორი ექსპლუატაცია შეძლოს, გაფუჭების ხარჯი კი ნაკლებად გამოსცადოს.

რა არის დამტვირთველი და რა განასხვავებს მას სხვა ტექნიკისგან

ჩანგლიანი დამტვირთველი, ანუ ავტოკარი, არის სამრეწველო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩანგლებით უზრუნველყოფს ტვირთის დამუშავებას. . სწორედ ეს განასხვავებს მას, მაგალითად, ამწისგან, რომელიც სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება. მოწყობილობის შიგნით ორი ძირითადი სისტემა მუშაობს ერთდროულად: მექანიკური და ჰიდრავლიკური. ერთი პასუხისმგებელია გადაადგილებაზე, მეორე – დაცლა-დატვირთვის  ოპერაციებზე.

 

დამტვირთველის მუშაობის პროცესი

 

როგორ მუშაობს დამტვირთველი – ჰიდრავლიკა

დამტვირთველის ნაწილების მუშაობის პრინციპი ჰიდრავლიკაზეა დაფუძნებული. მარტივად რომ ავხსნათ: ძრავა მართავს ჰიდრავლიკურ ტუმბოს, ტუმბო კი სითხეს ცილინდრებში ათავსებს. სითხის წნევა უბიძგებს დგუშს, დგუში ამოძრავებს ჩანგლებს ზემოთ, ქვემოთ, წინ ან უკან.

 

ეს სისტემა საშუალებას აძლევს ოპერატორს, რამდენიმე ტონა ტვირთი სამართავი ბერკეტების მარტივი მოძრაობით გადააადგილოს. ჰიდრავლიკური სისტემა შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ტუმბო, სარქვლები, ცილინდრები და ჰიდრავლიკური სითხე. სითხის მდგომარეობა, მისი სიწმინდე და დონე, სისტემის გამართულ მუშაობას განსაზღვრავს.  ამიტომ რეგულარული შემოწმება სავალდებულოა.

 

ანძა ვერტიკალური სტრუქტურაა, რომელზეც ჩანგლები მოძრაობს. ანძა შეიძლება, იყოს ერთფაზიანი), ორფაზიანი  ან სამფაზიანი , რაც განსაზღვრავს მაქსიმალურ სიმაღლეს, რომელზეც ჩანგლები ადის. სასაწყობეებში, სადაც სტელაჟები მაღლა ამოდის, სწორი ანძის ტიპი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტოკარის სიმძლავრე.


სიმძიმის ცენტრი და სტაბილურობის სამკუთხედი

ეს ის ნაწილია, რომელიც ხშირად უყურადღებოდ რჩება, თუმცა ავტოკარის ბალანსის გაგებისთვის გადამწყვეტია.

 

დამტვირთველი ტვირთს წინ, ჩანგლებზე, ანაწილებს. ამიტომ, ბუნებრივია, ის წინ იხრება. ამის საწინააღმდეგოდ მანქანის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებულია მძიმე ლითონის ბლოკი, რომელიც ბალანსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ ტიპს კონტრბალანსი , ანუ ჩანგლიანი დამტვირთველი კლასიკური კონფიგურაციით.

 

 

დამტვირთველის სტაბილურობა სამ ურთიერთდაკავშირებულ წერტილზეა დამოკიდებული: ორი წინა და ერთი უკანა საბურავი ქმნის სამკუთხედს. ყველა დამტვირთველს მოჰყვება დასაშვები დატვირთვის ცხრილი, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის წონის სიმძიმის ცენტრის გადანაწილებას დამტვირთველის ჩანგლებზე.

 

ეს მანძილი ინგლისურენოვან დოკუმენტაციაში load center-ად იწოდება. სტანდარტულად ის 60 სანტიმეტრია (24 დიუმი). ეს ნიშნავს, რომ ავტოკარის ნომინალური ტვირთამწეობა  გამოთვლილია სწორედ ამ მანძილზე. თუ ტვირთი უფრო წინ არის გადაწეული, ანუ სიმძიმის ცენტრი 60 სანტიმეტრზე შორს არის , რეალური დასაშვები წონა მცირდება. ამიტომ, ფართო ან არასტანდარტული  ფორმის ტვირთების შემთხვევაში, დამტვირთველის ტვირთამწეობა დაიანგარიშება ტვირთის ზომიდან გამომდინარე. 


ენერგიის წყაროები: ელექტრო და შიგაწვის ძრავა

ელექტრო დამტვირთველი და შიგაწვის ძრავიანი (დიზელი ან გაზი) ავტოკარი ერთი და იმავე ამოცანას სხვადასხვა გზით წყვეტს.

 

შიგაწვის ძრავა, ძირითადად დიზელი, ბენზინი ან თხევადი გაზი. გარე სივრცეში მძიმე სამუშაოებისთვის ოპტიმალურ  არჩევანად ითვლება.. შიგაწვის ძრავიანი დამტვირთველის უპირატესობა, მისი ექსპულატაციის სიმარტივეშია, საჭიროებს მხოლოდ საწვავის ავზის შევსებას. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია იქ, სადაც ინტენსიური სამუშაო რეჟიმია.

 

 

ელექტრო დამტვირთველი კი განსხვავებული ოპერირების ტიპი გააჩნია. ის კვების წყაროდ იყენებს ბატარეებს და არ გამოყოფს ნარჩენ გაზებს.  გამონაბოლქვის უქონლობა სასურველ ვარიანტად აქცევს სასურსათო, ფარმაცევტულ თუ სხვა ჰიგიენური მოთხოვნების მქონე გარემოში. თანამედროვე ლითიუმ-იონის ბატარეები კი დამუხტვის დროს საგრძნობლად ამცირებს, რაც საშუალებას იძლევა, პირველივე შესაძლებლობისას დამტვირთველის აკუმულატორი დაიტენოს რამდენიმე წუთით. ეს საოპერაციო დროს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. 

 

ელექტრო და შიგაწვის ძრავიან დამტვირთველებს შორის არჩევანი ყოველთვის კონკრეტული სამუშაო პირობებიდან გამომდინარეობს. 

 

მართვა და ოპერატორის როლი

ავტოკარს მართავს სერტიფიცირებული ოპერატორი. მართვა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ სრულყოფილი ოსტატობა გამოცდილებასა და სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით ვიწრო დერეფნებში, დახრილ სიბრტყეებზე ან ტვირთთან ახლოს მდგომი ადამიანების გვერდით.

 

ოპერატორს ჩანგლების სიმაღლე, ანძის  დახრა და მოძრაობის სიჩქარე  ცალ-ცალკე  ითხოვს კოორდინირებას. ტვირთი გადაადგილების დროს დაბლა უნდა იყოს, ეს აკავებს სიმძიმის ცენტრს და ამცირებს დამტვირთველის გადაბრუნების შანსს. ამერიკის შრომის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (OSHA) სახელმძღვანელო ადგენს, რომ ტვირთის ჩანგლებით აწევა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა დამტვირთველი ფიქსირებულ მდოგმარეობაშია - არ გადაადგილდება.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი ყოველი სამუშაო ცვლის დაწყებამდე მოწყობილობას ვიზუალურად უნდა ამოწმებდეს. ჩანგლების მდგომარეობა, ჰიდრავლიკური სითხის დონე, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა. ეს ჩვევა ნებისმიერი პრობლემის თავიდან აცილებაში გვეხმარება.

 

როგორ მუშაობს ტოიოტას დამტვირთვლი


უსაფრთხოება

არსებობს რამდენიმე პრაქტიკული წესი, რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვის აუცილებელია:

 

გადაადგილებისას ჩანგლები მაღლა აწეული არ უნდა იყოს. ტვირთი ცენტრალურად უნდა იყოს განლაგებული. სიჩქარე მკვეთრ მოსახვევებამდე უნდა შემცირდეს. ტვირთი არ უნდა ფარავდეს ოპერატორის ხედვას — ამ შემთხვევაში, სვლა უკუსვლით უფრო უსაფრთხოა.

 

სატვირთო მანქანებსა და სარკინიგზო ვაგონებთან მუშაობისას კი დამატებითი სიფრთხილეა საჭირო. სანამ ავტოკარი ბორტზე ავა, სატვირთო მანქანის სამუხრუჭეები და ბორბლები სოლებით დაფიქსირებული უნდა იყოს. 

 

ჰიდრავლიკური სისტემის რეგულარული შემოწმება, სითხის დონე, მილების მდგომარეობა, ცილინდრების გამართულობა ასევე სავალდებულო ნაწილია სამუშაო რეჟიმში. ჰიდრავლიკური გაჟონვა, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია, სისტემის წნევას ამცირებს და მოულოდნელ უკმარისობას ყველაზე არახელსაყრელ მომენტში იწვევს.

 

ავტოკარის გარდა, რა ვარიანტი არსებობს?

ყველა სასაწყობე ოპერაცია  არ საჭიროებს ავტოკარს. მარტივი გადაადგილებისთვის ელექტრო პალეტის ურიკა კარგი გამოსავალია – მსუბუქია, მოსახერხებელია და ნაკლებ სივრცეს მოითხოვს. სიმაღლეზე ასვლისთვის შტაბელერი ან რიჩ დამტვირთველი  ოპტიმალური ვარიანტია – ვიწრო დერეფნებში კარგად მუშაობს და ენერგოეფექტურია. სწრაფი ვერტიკალური ატვირთვისთვის ელექტრო ამწე კი ცალკე კატეგორიას წარმოადგენს.

 

რიჩტრაკი  განსაკუთრებით მაშინ ამართლებს, როცა სასაწყობე  სივრცე შეზღუდულია. ის ვიწრო დერეფნებში მუშაობს და ტვირთს სასაწყობე სტელაჟების მაღალ იარუსებზე, ისეთ სივრცეში ათავსებს, სადაც სტანდარტული ავტოკარი ვერ შევა. სწორედ ამიტომ, სასაწყობე ლოგისტიკის დაგეგმვისას ტექნიკის ტიპი და სივრცის განლაგება ერთად უნდა განიხილებოდეს.

 

სასაწყობე ინფრასტრუქტურის ნაწილია სასაწყობე სტელაჟებიც. ავტოკარის ეფექტური გამოყენება დიდწილად მათ სწორ განლაგებაზეა დამოკიდებული.

 

სწორი ტექნიკის შერჩევა - ელექტრო თუ შიგაწვის დამტვირთველი, შტაბელერი თუ რიჩ დამტვირთველი-  ყოველთვის კონკრეტული სამუშაო პირობებიდან გამომდინარეობს. ზოგჯერ მექანიკური ხელის ურიკა საკმარისია, ზოგჯერ კი მძიმე ინდუსტრიული ტექნიკის -  ავტოკარის გამოყენებაა საჭირო. 

 

თუ დამტვირთველის შეძენა ან ინდუსტრიული ტექნიკის შესახებ კონსულტაცია გჭირდებათ, toyota-forklifts.ge-ზე დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ, მიიღოთ სხვადასხვა მოდელსა თუ კომპლექტაციაზე.

 

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამტვირთველი ჰიდრავლიკური, მექანიკური და ელექტრული სისტემების ერთობლიობაა, რომელიც ბალანსის, სიჩქარისა და სიზუსტის კომბინაციით მუშაობს. მისი გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია კი ოპერატორის ცოდნაზე, ტექნიკის მდგომარეობასა და სწორ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ სამი ელემენტის თანხვედრა განსაზღვრავს, სამუშაო პროცესი გამართულად ჩაივლის თუ პრობლემებით.