ჰორიზონტალურ ამოცანებს, ანუ პალეტის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანას, როხლი ანუ ხელის ურიკა და ელექტრო როხლი ანუ ელექტრო ურიკა წარმატებით უმკლავდება.
ვერტიკალურ სამუშაოებზე კი არჩევანი ორ მთავარ ალტერნატივას შორის კეთდება: სტაკერი, რომელსაც ხშირად შტაბელერის სახელით იცნობენ, და რიჩ დამტვირთველი, ცნობილილ, როგორც რიჩ ტრაკი.
ორივე ტიპის ტექნიკა პალეტს წევს და თაროზე დგამს, რის გამოც მათ ხშირად ურთიერთშემცვლელებად მიიჩნევენ. ეს არაზუსტი დაშვებაა. მათ შორის რეალური სხვაობა სამ პრაქტიკულ პარამეტრში ვლინდება: რამდენად ვიწრო გასასვლელები და დერეფნები გვაქვს, რამდენად მაღლაა განთავსებული ზედა თარო და რამდენ ხანს რჩება ოპერატორი ტექნიკასთან ერთი ცვლის განმავლობაში.

სასაწყობე სტაკერი სპეციალური სახელურ-ბერკეტით იმართება. ოპერატორი ან ფეხით მიჰყვება ტექნიკას, ან მასზე მიმაგრებულ დასაკეც პლატფორმაზე დგას. მისი შასი კომპაქტურია, ანძა ფიქსირებული, ჩანგლები კი ძირითადად ღია პალეტებთან სამუშაოდაა განკუთვნილი. ტვირთამწეობა 2000 კილოგრამს აღწევს, ხოლო სიმაღლეზე დასაწყობება 6 მეტრამდეა შესაძლებელი.
ელექტრო შტაბელერი მხოლოდ ერთი კონკრეტული მოდელი არ გახლავთ. იგი სამ ძირითად ჯგუფად იყოფა და თითოეული მათგანი განსხვავებულ სამუშაო რიტმზეა მორგებული.
მიმყოლი მოდელები 800-დან 2000 კილოგრამამდე ტვირთს ემსახურება და მოკლე მანძილებზე ოპერირებს. ეს ოპტიმალური არჩევანია მაშინ, როდესაც დღეში მხოლოდ რამდენიმე პალეტის აწევაა საჭირო.
პლატფორმიანი ვერსია სწრაფ, შედარებით გრძელ მანძილზე გადაადგილებასა და 6 მეტრამდე დასაწყობებას უთავსებს ერთმანეთს. მისი პლატფორმა და დამცავი კარები ერთი მოძრაობით იკეცება, რაც ვიწრო გასასვლელების მქონე სივრცეში მუშაობას საგრძნობლად ამარტივებს.
კიდევ ერთი განსხვავებული მოდელი 1600-დან 2000 კილოგრამამდე ტვირთს 5.4 მეტრამდე სიმაღლეზე სწევს და ხანგრძლივ ცვლებზეა გათვლილი.
სტაკერი, ცნობილი როგორც შტაბელერი, ეფექტურად გამოიყენება წარმოებაში, სამშენებლო მასალების მაღაზიებში, მცირე ზომის საწყობებსა და მჭიდროდ განლაგებულ თაროებთან. მისი უპირატესობა განსაკუთრებით იმ სივრცეებში ჩანს, სადაც ადგილი მცირეა და ტექნიკას მინიმალურ რადიუსში მოტრიალება სჭირდება.

რიჩ დამტვირთველის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გამოსაწევი ანძაა. ჩანგლები წინ გამოდის, პალეტს იღებს და ტვირთი ისევ შასის ჩარჩოში ბრუნდება. ამას ემატება ჩანგლების დახრის ფუნქცია, რისი წყალობითაც ტექნიკა ღია და დახურულ პალეტებთან თანაბრად ეფექტურად მუშაობს.
ოპერატორი კაბინაში ზის, ტექნიკას კი საჭით, პედლებითა და მიმართულების გადამრთველით მართავს. ტვირთამწეობა 2500 კილოგრამამდე აღწევს, აწევის სიმაღლე კი 13 მეტრს უტოლდება. სწორედ ეს მონაცემები განაპირობებს იმას, რომ რიჩ დამტვირთველი სადისტრიბუციო ცენტრებში, დიდ საწყობებსა და საწარმოო ობიექტებზე შეუცვლელია.
Toyota-ს BT Reflex-ის ხაზი ამ ამოცანებს რამდენიმე მიმართულებით ფარავს. საბაზისო მოდელები 1.2-დან 1.6 ტონამდე ტვირთს 8.5 მეტრამდე წევს და შედარებით მარტივი დასაწყობებისთვისაა შექმნილი. მაღალი წარმადობის ვერსია 1.4-დან 2.5 ტონამდე ტვირთს 13 მეტრზე წევს. ცალკე გამოიყოფა ვიწროშასიანი მოდელი, რომელიც 10 მეტრამდე სიმაღლეზე მუშაობს და ბლოკური დასაწყობებისთვისაა განკუთვნილი. ამ უკანასკნელს გამძლე ბორბლები აქვს, რისი წყალობითაც მას ღია ტერიტორიაზე გადაადგილებაც თავისუფლად შეუძლია.
რიჩ დამტვირთველი ასევე გამოიყენება სტელაჟურ სისტემებსა და სამაცივრე საწყობებში, სადაც დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება. თუ სასაწყობე თაროები 6 მეტრზე მაღალია, სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად აღარ რჩება და აუცილებელი ხდება მაღალი სიმაღლის დამტვირთველი.

დერეფნის სიგანე ის მთავარი პარამეტრია, რომელიც საბოლოო არჩევანს განსაზღვრავს. სტაკერს სამუშაოდ 2200-დან 2500 მილიმეტრამდე დერეფანი სჭირდება, რიჩტრაკს კი – 2800-დან 3000 მილიმეტრამდე.
ეს სხვაობა, ერთი შეხედვით, მცირეა, თუმცა საწყობის მასშტაბში მას სერიოზული შედეგი მოჰყვება. დერეფანში დამატებული ყოველი 300 მილიმეტრი იმას გულისხმობს, რომ იმავე ფართობზე თაროების ნაკლები რიგი განთავსდება. თუ ობიექტი უკვე აშენებულია და ვიწრო გასასვლელები ვერ გაფართოვდება, სასაწყობე სტაკერი, იგივე შტაბელერი ერთადერთ ოპტიმალურ გამოსავლად რჩება.
რიჩ დამტვირთველების შემთხვევაში გამოიყენება 360-გრადუსიანი მართვის სისტემა, სადაც საჭის უწყვეტი ბრუნვით მიმართულება მყისიერად იცვლება. ეს განსაკუთრებით ეხმარება ოპერატორს იმ დროს, როდესაც დასაწყობებისას დერეფნების ხშირი მონაცვლეობა უწევს.
ცალკე ყურადღებას საჭიროებს იატაკის მდგომარეობაც. ვიწრო სივრცეში მუშაობისას ტექნიკა ხშირად ბრუნავს ერთსა და იმავე მონაკვეთზე, რაც დამტვირთველის საბურავებს დამატებით ტვირთავს. სწორედ ამიტომ, ბორბლების ტიპი იატაკის ზედაპირის საფარის მიხედვით უნდა შეირჩეს.

არჩევანის მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ის არის, თუ რა დროს ატარებს ოპერატორი ტექნიკასთან.
სტაკერზე, ანუ შტაბელერზე ორმაგი დაწკაპუნებით ირთვება ნელი სვლის რეჟიმი, რომელიც მჭიდრო სივრცეში კონტროლს ზრდის. ცალკეულ მოდელებს ჩანგლების სიმაღლის ავტომატური რეგულირება და ოპერატორის პოზიციის სენსორიც აქვს, რომელიც მისი ადგილმდებარეობის უწყვეტ მონიტორინგს უზრუნველყოფს. ტექნიკა PIN-კოდით ირთვება, შესაბამისად, მასზე მხოლოდ უფლებამოსილი პირი მუშაობს.
რიჩ დამტვირთველის შემთხვევაში, მთავარი აქცენტი ხანგრძლივ ცვლაზე კეთდება. ოპერატორი ზის, კაბინა იხრება, ანძა და ჩანგალი კი ისეა დაპროექტებული, რომ ტვირთი დიდ სიმაღლეზე მუშაობისასაც კარგად ჩანდეს. ამას ემატება გამჭვირვალე ჭერი და ჩანგლის ლაზერული მაჩვენებელი, რომელიც პალეტთან მიახლოებას მაქსიმალურად აზუსტებს.
სტაკერი სიმჭიდროვეზეა ორიენტირებული. მისი მოდელები 10 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ტვირთამწეობა 2000 კილოგრამს აღწევს, ხოლო ფიქსირებული ანძა 6 მეტრზე ჩერდება.
რიჩ დამტვირთველი მასშტაბურ ამოცანებზეა გათვლილი. მისი სიჩქარე 14 კმ/სთ-ს აღწევს, ტვირთამწეობა 2500 კილოგრამამდე იზრდება, ხოლო გამოსაწევი და დახრადი ანძის წყალობით 13 მეტრ სიმაღლეზე თავისუფლად ოპერირებს.
არსებობს შუალედური ვარიანტიც: თუ ერთდროულად გჭირდებათ რიჩ დამტვირთველის მოქნილობა და სასაწყობე სტაკერის, იგივე შტაბელერის კომპაქტურობა, ბაზარზე მოიპოვება გამოსაწევი და დახრადი ანძის მქონე სტაკერი. ასეთი მოდელი პალეტს დგამს, გადააადგილებს და დახურული კონვეიერიდანაც იღებს ტვირთს.

არჩევანი საგრძნობლად მარტივდება, თუ სამ ძირითად კითხვას გაეცემა პასუხი:
თუ ტვირთის წონა 2500 კილოგრამს აღემატება ან სამუშაოს დიდი ნაწილი ღია ტერიტორიაზე სრულდება, ორივე ვარიანტი მიზანს ასცდება და საჭირო გახდება ავტოკარი ანუ დამტვირთველი, დახურულ სივრცეში კი ელექტრო პაგრუშიკი, ანუ ელექტრო დამტვირთველი. როდესაც სიმაღლეზე პალეტის ნაცვლად სამონტაჟო სამუშაოები ტარდება, ამოცანას თვითმავალი ამწე აგვარებს.
სეზონური ან დროებითი დატვირთვის დროს დამტვირთველის იჯარა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ტექნიკა კონკრეტულ პერიოდს ერგება და ავტოპარკიც ზედმეტად არ იზრდება.
საწყობის ვერტიკალური სივრცე ერთი უნივერსალური გადაწყვეტილებით ვერ იმართება. თაროს სიმაღლე, დერეფნის სიგანე და ცვლის ხანგრძლივობა ერთობლივად ქმნის იმ სურათს, რომლის მიხედვითაც ტექნიკა ზუსტად უნდა შეირჩეს. ობიექტის პროფესიული დათვალიერება ამ სამივე პარამეტრს ითვალისწინებს და აჩვენებს, თუ რომელი მოდელი მოერგება ოპტიმალურად თქვენი საწყობის სამუშაო რიტმს.