The Toyota low level order picker forklift trucks are the ideal support when picking up to 2.8 m as they are easy to operate and operators can effortlessly get on and off. With load capacities between 1000 kg and 2500 kg, our order picker range includes a lot of configurations to meet different demands for picking at first level and picking at second level. Our L-series allows for picking to pallet or roll cage with high-speed travel over long distances. The N-series allows picking items with its easy connection to different kinds of trolleys.
ახალი თაობის პირველ დონეზე ასაგროვებელი დამტვირთველები: ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ოპერატორის კომფორტი კომპაქტურ, მსუბუქ შასზე.
შემცირებული ვიბრაცია, საჭის სახელურის არჩევანი, ფართო სამუშაო სივრცე და დაბალი საფეხური ამცირებს ოპერატორის დაღლილობას.
LED განათება, სიგნალი, სიჩქარის შემცირება მოხვევისას და დაბალი კლირენსი უზრუნველყოფს უსაფრთხო ოპერირებას საწყობში.
Walkie ღილაკები, მეორე დონეზე აკრეფის პლატფორმა და ლითიუმ-იონის აკუმულატორები ზრდის ეფექტიანობას, ამცირებს მოცდენის ხარჯებს.
შეკვეთის ამგროვებლის ოპერატორებს სამუშაო დღის განმავლობაში უამრავი ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება უწევთ. ამ დროს ერგონომია უმნიშვნელოვანესია, რადგან ის იცავს თანამშრომელს გადაღლისგან და გუნდს პროდუქტიულობის შენარჩუნებაში ეხმარება. Toyota-ს ახალი საჭე, რომელიც OSE მოდელებშია ინტეგრირებული, სპეციალურად ოპერატორის კომფორტისა და მუშაობის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის შეიქმნა.
Toyota-ს E-Steer მართვის სისტემა გამოირჩევა მოსახერხებელი მოსაკიდითა და ძალიან მსუბუქი მართვით. მას ასევე აქვს ინტერაქციული ფერადი სენსორული ეკრანი, რომელიც აჩვენებს ყველა საჭირო ინფორმაციას. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მართვისას ჯდომისა და დგომის ალტერნატიული რეჟიმებიც.
Toyota Optio N სერიის პირველ დონეზე ასაგროვებელი დამტვირთველი ოპერატორებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში საუკეთესო დამხმარეა. მისი მართვა ძალიან მარტივია, ხოლო სპეციალური სამაგრი სისტემით სხვადასხვა ტიპის კალათის მიბმა წამებშია შესაძლებელი.
საწყობებში დერეფნები ხშირად საკმაოდ ვიწროა. მაღალი სიჩქარის, მოქნილი მანევრირების უნარის, პლატფორმაზე ასასვლელი ძალიან დაბალი საფეხურის (70 მმ) და მცირე სიგანის (600 მმ) გამო, Toyota Optio N სერიის დამტვირთველები იდეალურია ასეთი სამუშაო პირობებისთვის. მცირე გაბარიტების დახმარებით, საწყობის სივრცე მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენება, ხოლო ერთ დერეფანში რამდენიმე ტექნიკის ერთდროულად მუშაობა ბევრად უფრო მარტივი და უსაფრთხო ხდება.
Toyota Optio N სერიაში სპეციალური სამაგრი სისტემით ბრენდის სხვადასხვა ტიპის კალათის მიბმაა შესაძლებელი. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კალათის დაკავშირება და მოხსნა ძალიან სწრაფად შეიძლება. ამასთან, მოხსნა მართვის პანელიდან, დამტვირთველიდან ჩამოუსვლელადაც შეგიძლიათ. მოკლე საბუქსირე სისტემა (tugger train) მცირე მობრუნების რადიუსით განსაკუთრებით მოსახერხებელია დეტალების, საფოსტო გზავნილებისა და ონლაინ შეკვეთების გადასაზიდად.
N სერიის პირველ დონეზე ასაგროვებელ დამტვირთველებს მარცხენა მხარეს აქვს საჭე, ხოლო მარჯვენა მხარეს მოთავსებულია მართვის ბერკეტი, რომელიც მოძრაობის, დამუხრუჭებისა და უკუსვლის ფუნქციებს აერთიანებს. ეს მოსახერხებელი განლაგება ოპერატორს მართვისას კომფორტულ პოზიციას უნარჩუნებს. სატვირთველის მუშაობის შესახებ ყველა ძირითადი მაჩვენებელი ეკრანზე აისახება. გარდა ამისა, წვრილმანი ნივთების (კალმები, სკანერები და სხვა) შესანახად მოდელებს საკმარისი რაოდენობის სათავსოები აქვს.
სხვადასხვა საოპერაციო მოთხოვნის შესაბამისად, შეგიძლიათ, შეარჩიოთ როგორც გელის, ისე ლითიუმ-იონის (Li-ion) აკუმულატორები. Toyota Optio N სერიის მსუბუქ მოდელებში აკუმულატორის კასეტა წინა მხარეს არის განთავსებული, რის გამოც მისი შეცვლა სწრაფი და მარტივია.
Toyota Optio L სერიის სატვირთველები ზრდის მუშაობის პროდუქტიულობას. ისინი გამოირჩევა სიმძლავრით, ეფექტიანობითა და მარტივი მართვით. ამგოვებლების ფართო ასორტიმენტი და მრავალფეროვანი კონფიგურაციები საშუალებას გაძლევთ, ზუსტად შეარჩიოთ თქვენს საოპერაციო მოთხოვნებზე მორგებული მოდელი.
Toyota Optio L სერიის პირველ დონეზე ასაგროვებელ დამტვირთველებს აქვთ მაღალი ტვირთამწეობა, რის გამოც ერთჯერადი შემოვლისას მეტი პალეტი ან როლერ ქეიჯი გადააადგილდება. ეს ამცირებს ზედმეტ მოძრაობას, ზრდის აკრეფილი ნივთების რაოდენობას და მუშაობის ეფექტიანობას საგრძნობლად აუმჯობესებს. სწრაფი აჩქარება და მოძრაობის მაღალი სიჩქარე საგრძნობლად ამცირებს ტრანსპორტირების დროს. სატვირთველის სწრაფი და მარტივი დამუხტვა შესაძლებელია როგორც ტყვია-მჟავის, ისე ლითიუმ-იონის აკუმულატორების შემთხვევაში.
მეორე დონეზე განთავსებული ტვირთის ასაღებად გთავაზობთ მოდელებს 1.2 მეტრამდე ასაწევი პლატფორმით, რითაც 2.8 მეტრ სიმაღლეზე მუშაობა თავისუფლადაა შესაძლებელი. ოპერატორის კაბინიდან ტვირთის კომფორტულად დასამუშავებლად იდეალურია Toyota Optio OSE100 და 100W მოდელები, რომლებსაც ჩანგლები ერგონომიულ, ხელსაყრელ სიმაღლეზე აქვს განთავსებული.
პირველ დონეზე ასაგროვებელ დამტვირთველებზე შეგიძლიათ, შეარჩიოთ მართვის სასურველი სახელური: სტანდარტული მართვის სახელური ან საჭე, რომელიც დამატებით ფუნქციებსა და უფრო მარტივ მართვას გთავაზობთ. კომფორტული საზურგე უკუსვლით მოძრაობის სახელურებით, მუხლის დამცავი ბალიშები და ფართო კაბინა საგრძნობლად ამსუბუქებს ოპერატორის ყოველდღიურ შრომას. მრავალფეროვანი სათავსოების წყალობით, ყველა საჭირო წვრილმან ნივთს ადვილად დაიტევთ. გარდა ამისა, შესაძლებელია შესაფუთი ფირის ინტეგრირებული დამჭერის დამონტაჟებაც.
ტვირთის აკრეფის ზონები ხშირად ძალიან გადატვირთულია. მუშაობის უსაფრთხოების გასაზრდელად, Toyota Optio L სერიის მოდელებს აქვს მოხვევისას სიჩქარის ავტომატური შემცირების ფუნქცია, რაც იცავს თანამშრომლებს, საწყობის ინფრასტრუქტურასა და ტვირთს. სატვირთველზე წვდომა კონტროლდება PIN კოდით ან Smart Access ბარათით, რაც არაავტორიზებული პირების მიერ მის გამოყენებას გამორიცხავს. ინტეგრირებული დღის განათებები და ლურჯი პროჟექტორი სამუშაო სივრცეში საგრძნობლად ამცირებს ინციდენტების რისკს.
„Optio L სერიით ჩვენ დავუბრუნეთ დიზაინის უმაღლესი სტანდარტები შეკვეთის ამგოვებლების ამ ძირითად ხაზს. ამ პროდუქტის შექმნას დიდი მიზანსწრაფულობა და გუნდური მუშაობა დასჭირდა. ეს მიღწევა თითოეული დეპარტამენტის თავდადების, მჭიდრო თანამშრომლობისა და გამორჩეული შრომის შედეგია.“
იოჰანეს შიოდინი, Toyota Material Handling Europe-ის უფროსი ინდუსტრიული დიზაინერი
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: