The Toyota Optio M & H-series supports picking up to 12.1 m and is suited for a wide variety of applications such as spare parts distribution centers and manufacturing companies. The range offers capacities of 1000 and 1200 kg and is built around the operator with an excellent man-machine interface, offering great stability at elevated heights and setting the standard in medium to high level order picking.
შესაბამის სიმაღლეებზე მუშაობისას, წარმოდგენილი სერიის დიზაინი სრულ უსაფრთხოებასა და მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი.
ტვირთამწეობისა და ასაწევი სიმაღლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სერიაში სხვადასხვა ზომის შასის მქონე მოდელები შედის. შედარებით ვიწრო, 810 და 1050 მილიმეტრიანი ვერსიებით მანევრირება ძალიან მარტივია. ფართო, 1250 მილიმეტრიანი ბაზის მქონე ტექნიკა კი გაცილებით მაღალ ნიშნულებსა და მძიმე ტვირთებზეა ორიენტირებული. ამასთან, კაბინის გამჭოლი დიზაინი მოცულობითი ნივთების შეგროვების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
დერეფნებში უსაფრთხო მოძრაობისთვის, ტექნიკა სივრცეში როგორც დამოუკიდებლად, ისე სპეციალური სანავიგაციო სისტემების დახმარებით გადაადგილდება. მოდელები ხელმისაწვდომია რელსური და ინდუქციური მართვის ფუნქციებით. რელსური ნავიგაციისას ლითონის პროფილები გასასვლელის გვერდებზე მონტაჟდება. ინდუქციური მართვის შემთხვევაში კი მანქანაზე განთავსებული სენსორები იატაკში ჩაყოლებულ ელექტროკაბელს აფიქსირებს და მოძრაობის ტრაექტორიას მიჰყვება.
Toyota Optio H სერიის მოდელების მართვის პანელი ოპერატორის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული. კაბინაში მცირე და დიდი ზომის ნივთებისთვის განკუთვნილი არაერთი სათავსოა. დაბალი საფეხურისა და ფართო შესასვლელის დახმარებით, ტექნიკაში ასვლა ან ჩამოსვლა სრულიად უსაფრთხო და მოსახერხებელია. ამასთან, დამცავ სახურავზე განთავსებული LED განათება სამუშაო გარემოში ხილვადობას აუმჯობესებს, რაც უსაფრთხოების დონეს კიდევ უფრო ამაღლებს.
მაღალი სიმაღლისთვის განკუთვნილი ტექნიკა ინტუიციური მართვის პანელითაა აღჭურვილი. ტვირთის სპეციფიკისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ოპერატორის პოზიციის შეცვლა მარტივად ხერხდება როგორც ჩანგლების, ისე ანძის მიმართულებით, ან თუნდაც ორივე მხარეს ერთდროულად.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: