The Toyota Lifter long-lasting hand trucks provide safe and efficient movement of your goods with very little effort. These manual pump trucks can handle loads capacities from 2.3 to 3.0 tonnes trucks. They are compact, very easy to use and can be used virtually in any application where goods need moving.
Toyota-ს დაბალი ამწეობის ხელის ურიკები მრავალწლიანი, ინტენსიური მუშაობისთვის არის განკუთვნილი. კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი აღჭურვა სხვადასხვა დამხმარე კომპონენტითაც შეიძლება, რაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დონეს ამაღლებს და საქმის მოხერხებულად შესრულებაზე დადებითად აისახება.
სწრაფი აწევის მექანიზმის წყალობით, Toyota Lifter-ით პალეტის ასაწევად სახელურის მინიმალური მოძრაობაც საკმარისია.
მაღალი სიმტკიცის პოლიმერისგან დამზადებული სახელური მოსახერხებელია მუშაობისას. დამატებითი ხელის მუხრუჭით კი მექანიკური ურიკის უსაფრთხოდ გაჩერებაა შესაძლებელი.
ტუმბოს გადატვირთვისგან დამცავი სარქველი ურიკას ნებადართულზე მეტი წონის აწევისგან იცავს. ეს მარტივი დეტალი სამუშაოს უსაფრთხოებასა და თავად ტექნიკის გამძლეობაზე ზრუნავს.
ურიკაში ჩაშენებული ელექტრონული სასწორი ჩანგლებზე მოთავსებულ ტვირთს მაქსიმუმ 0.1%-იანი ცდომილებით წონის. დიდი ეკრანითა და მარტივი კლავიატურით კი მონაცემების წაკითხვა და მართვა საკმაოდ მარტივია.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: