წინამდებარე მეგზურში ახსნილია განსხვავებები იმ ანძებს შორის, რომლებიც ხელმისაწვდომია შემგროვებელი სატვირთველებსა და მათი გამოყენების ფორმებს შორის.
როგორ აკეთებთ არჩევანს, როდესაც ანძის ამხელა არჩევანი გაქვთ? მის არჩევამდე, უნდა გაითვალისწინოთ სიმაღლესთან დაკავშირებული შემდეგი შეზღუდვები:
დააფიქსირეთ და გაზომეთ თქვენი ყველაზე მაღალი თარო, რათა გაარკვიოთ აწევის მოთხოვნები და შემდეგ თქვენ მიერ დადგენილ ზომას დაამატეთ კიდევ 150 – 200მმ. დამატებითი სივრცე საშუალებას აძლევს სატვირთველის ოპერატორს გაზარდოს დამატებითი სივრცე სტელაჟის ზემოთ და ამით თავიდან აიცილოს როგორც დატვირთული, ასევე გადმოტვირთული ტვირთის დაზიანება.
ზოგი მოქმედება საჭიროებს კარის ღიობებში შესვლა-გამოსვლას. დაათვალიერეთ თქვენი შენობა და გაზომეთ შესასვლელი კარის ღიობის სიმაღლე, რათა გაიგოთ, რა დონეზე უნდა დაწიოთ ანძა. თუ თქვენი საქმიანობა მოითხოვს სატვირთო ავტომანქანების გამოყენებას, აუცილებლად გაზომეთ ისინიც.
შეზღუდულ სივრცეში მუშაობისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ თავისუფალი აწევის ფუნქცია. თავისუფალი აწევის ფუნქცია საშუალებას აძლევს ჩანგლებს აიწიოს გარკვეულ სიმაღლეზე ანძის საშუალებით.
მორგება თქვენი გამოყენების მიზნებსა და გარემოზე. ანძის ტიპს თქვენი სატვირთველისთვის შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ქონდეს. აქ ჩამოთვლილია ყველა მოდელი, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ:
• ეს არის ცენტრალურ ადგილას დამონტაჟებული ანძა.
• შეეფერება დაბალ სიმაღლეს, სადაც ოპერატორი ხშირად მუშაობს სატვირთველთან ახლოს. ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ სამუშაო მაგიდასთან.
• ანძის გარშემო ძალიან ადვილია მოძრაობა დაზიანების რისკის გარეშე.
ხელმისაწვდომია მხოლოდ BT Staxio 0.8 ტონისა და BT Staxio 1 ტონის მოდელებისთვის
• ეს ერთგანყოფილებიანი ანძა იყენებს ერთ, მარტივ ჩარჩოს და გააჩნია აწევის შეზღუდული სიმაღლე.
• ანძის მაქსიმალური სიმაღლე იგივე რჩება აწევის დროსაც კი.
• მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება იმ მოქმედებებს, რომლებიც არ საჭიროებენ მაღალ სიმაღლეზე აწევას
ხელმისაწვდომია - BT Staxio - 1 და 1.2 ტონა
• ეს არის ანძა, რომელსაც აქვს ორი განყოფილება და ცენტრალურად დამაგრებული ცილინდრი. ეს არის ანძის გავრცელებული ტიპი, რომელიც განკუთვნილია მაღალი ტვირთამწეობის მქონე ორკაპა სატვირთველებისთვის.
• აქვს 76 მმ-ზე აწევის შესაძლებლობა, რაც იძლევა ტვირთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანის საშუალებას, ანძის აწევისა და მისი მინიმალური სიმაღლის მომატების გარეშე.
• გამოსადეგია სატვირთველების დატვირთვა-განტვირთვისთვის და დაბალ სიმაღლეზე სამუშაოდ.
ხელმისაწვდომია - BT Staxio 1 ტონა - 2 ტონა
Duplex Tele პანორამული ხედი
• ეს ანძა იყენებს ორ განყოფილებას გვერდულად განთავსებული ორი ცილინდრით. ყოველივე ეს კი ოპერატორის ხილვადობის ოპტიმიზაციას ახდენს, უზრუნველყოფს რა ჩანგლის უსაფრთხო და მარტივ პოზიციონირებას.
• აქვს 76 მმ-ზე აწევის შესაძლებლობა, რაც იძლევა ტვირთის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანა საშუალებას, ანძის აწევისა და მისი მინიმალური სიმაღლის მომატების გარეშე. განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, თუ ობიექტს აქვს დაბალი ჭერი ან კარის ღიობები.
ხელმისაწვდომია - BT Staxio - 1 ტონა - 2 ტონა
• ორნაწილიანი ანძა მაქსიმალური აწევის დიაპაზონით
• ეს ანძა აერთიანებს აწევის მაღალ სიმაღლესა და ანძის დაბალ სიმაღლეს.
• გამოიყენება დაბალი ჭერის მქონე შენობებში დასაწყობებისთვის(შტაბელირებისთვი), გადახურულ სატვირთო მანქანებში და ისეთ ადგილებში, სადაც სატვირთო უწევს დაბალი კარის ღიობების გავლა.
• ამ ანძის საშუალებით შესაძლებელია ბრწყინვალე ხედვა
ხელმისაწვდომია - BT Staxio, 1 ტონა - 1.4 ტონა
• მაქსიმალურად თავისუფალი აწევის მქონე სამნაწილიანი ანძა, რომელიც გამოიყენება როგორც მაღალ სიმაღლეზე, ასევე დაბალი ანტენის საჭიროების დროსაც.
• მაქსიმალური სიმაღლე იძლევა თავისუფალი აწევის საშუალებას.
• გამოიყენება გადახურულ სატვირთო მანქანებში დასაწყობებისთვის, ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება სადისტრიბუციო ცენტრებში, საწყობებსა და სხვა ობიექტებზე.
ხელმისაწვდომია - BT Staxio, 1 ტონა - 1.4 ტონა