შემდეგი საშუალებების საშუალებით:
თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ეს ინფორმაცია ვებ-პორტალზე თქვენი პორტატული კომპიუტერის ან სხვა მობილური მოწყობილობის საშუალებით.
სატრანსპორტო საშუალებების პარკში ყველა დამტვირთველის ჩართვით და ორკაპა სატვირთველიდან ტელემატიკურ პლატფორმაზე მონაცემების გადაცემის საშუალებით ხდება სატრანსპორტო საშუალებების პარკის მართვა.
ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, თქვენ გაქვთ წვდომა ყველა სატვირთო მანქანის პარკის სიასთან და პროგრამის მეშვეობით დამტვირთველების შესახებ მიღებული მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია ამ დამტვირთველების აქტივობის მონიტორინგი და შემოწმება.
სატრანსპორტო საშუალებებების პარკის მართვა არის უნიკალური გზა მნიშვნელოვანი ოპერაციების ეფექტურად მართვისათვის, რაც ხორციელდება ყველა სატვირთო მანქანის მონიტორინგით. ის, აგრეთვე, გვაძლევს იმ ოპერაციების სხვადასხვა ასპექტზე ორიენტირების საშუალებას, როგორიცაა უსაფრთხოება, მემანქანის სტანდარტები და გამოყენების დონეები. დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტთ მომდევნო ეტაპზე. იქნება ეს დამატებითი ტრენინგი, მემანქანეებთან ინფორმაციის გაზიარება თუ დამტვირთველებზე წვდომის უკეთესი დაგეგმარება, თქვენი მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და შემცირებული ხარჯების მიზნით.
სატრანსპორტო საშუალებების პარკის მართვის სისტემაზე დაყრდნობით , რომელიც ზუსტად ზომავს საწყობში წარმოებულ სამუშაო დონეს, შეგიძლიათ გაიგოთ საწყობში არსებული მდგომარეობის შესახებ. შემდგომი ინოვაციების ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებების პარკის შედარების ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს ოპერატორებს შეადარონ, მაგალითად, გამოყენების და დარტყმის(გადაცემის) მახასიათებლების დონე პარკის სხვა მომხმარებლების მაჩვენებლებს.
10 წლის წინ Toyota-მ შეიმუშავა I_Site სატრანსპორტო საშუალებების მართვის სისტემა. დღესდღეობით ონ-ლაინ ხელმისაწვდომია დაახლოებით 70 000 ზე მეტი ორკაპა სატვირთველი. I_Site პროგრამა შედგება ტელემატიკური ბლოკისა და ორკაპა სატვირთველებზე არსებული დამატებითი სენსორებისგან. ამის საშუალებით თქვენი ავტოპარკი დაკავშირებული იქნება თქვენს ბექ-ოფისთან ERP სისტემის მეშვეობით და Toyota-ს ბექ-ოფისის სისტემებთან.
ჩვენ ფუნქციონირებაში უკვე გვყავს 60 000 ზე მეტი სწრაფი სატვირთო მანქანა დაახლოებით 250 000 მემანქანით მის I_Site პლათფორმაზე. Toyota-ს ჯგუფი ამუშავებს დაახლოებით 16,5000 სატვირთო მანქანას მსოფლიო მასშტაბით 650-ზე მეტ ქარხანაში - შესაბამისად ჩვენ იმავე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ვღებულობთ რასაც ჩვენი მომხმარებლები. ჩვენ გვჯერა პირადი გამოცდილების.
ერთმანეთთან დაკავშირებული ან ჭკვიანი სატვირთველების შესახებ I_Site_ში არსებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ ლოგისტიკური ოპერაციების ყველა ასპექტის დაკვირვებისა და გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა უსაფრთხოება, ელექტროენერგია და მომსახურება. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია I_Site ვებ პორტალში ან მობილურ აპლიკაციაში, სადაც ფართო ინფორმაცია მოიპოვება. თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია სატვირთველის უტილიზაციის, აკუმულატორის დამუხტვისა და რამდენიმე სხვა ფაქტორის შესახებ, რომელიც თქვენი ოპერაციების სრული მიმოხილვის საშუალებას მოგცემთ.
როდესაც მოძრაობაში ხართ ან დისტანციურად გიწევთ მუშაობა, თავისუფლად შეგიძლიათ ხაზზე ყოფნისას მონაცემთა ბაზის ნახვა, რაც საკმაოდ მოსახერხებელია.
ვინაიდან ტელემატიკური მოწყობილობა ჩაყენებულია Toyota-ს სატვირთელი ურიკების საწყობში სტანდარტის სახით, ეს მექანიზმები ხელმისაწვდომია როგორც „ჭკვიანი" სატვირთელი ურიკები, რომელიც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გექნებათ საერთო წარმოდგენა თითოეული სატვირთელის შესახებ, როგორც თქვენი სამუშაო ოპერაციების შესრულებისას, ასევე მათი მუშაობის დროს.
თუ გსურთ, რომ საუკთესო შედეგი მიიღოთ ჭკვიანი სატვირთელი ურიკებისგან და გქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც გაწვდით ტელემატიკური სისტემა, მაშინ განახლება კარგი ვარიანტია. თანხის ყოველთვიური მცირე შენატანით წვდომა გექნებათ I_Site სატრანსპორტო საშუალებების პარკის მართვაზე ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟების გარეშე.
სისტემის განახლებისას გათვალისწინებულია თითოეული დამტვირთველის აქტივაციის ფასი და თითოეული დამტვირთველის გამოწერის ღირებულება თვეში. კონკრეტული ოფციების დამატების სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სატვირთელი ურიკა, რომელსაც ექნება შემდეგი ფუნქციები, რომლებიც მოითხოვს დამატებით მოწყობილობას დაბალ ფასად:
- წინა-სამუშაო შემოწმება: სატვირთელი ურიკა ამუშავდება მხოლოდ მემანქანის მიერ მისი უსაფრთხოების სრული შემოწმების შემდეგ
- მოხერხებული წვდომა: ნებას რთავს ლიცენზირებულ მემანქანეს მართოს სატვირთელი ურიკა არსებული ბეიჯის გამოყენებით
- MyFleet პაკეტი : ტელემატიკასა და Toyota-ას შიდა სისტემებზე დამყარებული ანგარიში თქვენი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ
Toyota-ს ჭკვიანი სატვირთელი ურიკების საშუალებით თქვენ შეძლებთ მწარმოებლურობის, თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, მემანქანის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას, რაც თქვენს ორკაპა სატვირთელს უფრო ხანგრძლივი ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ჭკვიანი სატვირთელი ურიკა მოგცემთ კონტროლის საშუალებას და შეამცირებს თქვენს ხარჯებს.
1. მწარმოებლურობის გაზრდა
მანქანის გაუმჯობესებული უტილიზაცია: Toyota-ს I_Site მონაცემები, რომელიც მიღებულია ყველა ჩართული ჭკვიანი დამტვირთველიდან, და რომლებიც უკვე მოქმედებაშია აჩვენებს, რომ უმეტეს ორგანიზაციებს უტილიზაციის დონეების გაუჯობესებით შეუძლიათ მნიშვნელოვანი დანაკარგის თავიდან აცილება. ეს ალბათ გამოიწვევს დამთვირთველ ურიკებზე მოთხოვნის დონის დაწევას ჩვენი მომხმარებლის მხრიდან, როგორც კი დაიწყებენ მონაცემთა ბაზის გამოყენებას სატვირთელი ურიკების დაგეგმარებისათვის, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზა მომწოდებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის.
მონაცემთა ბაზიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ თითოეულ სატვირთველსა და მემანქანეს, რათა განსაზღვროთ დამატებითი ტრეინინგის აუცილებლობა ან როდის იწურება ლიცენზიის ვადა.
( უბრალოდ გაწვდით მცირე ინფორმაციას იმის თაობაზე ,თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მემანქანის მუშაობა)
2. უსაფრთხოების გაუმჯობესება
რისკის პრევენცია: თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი სატვირთელი ურიკის სიჩქარე და დარწმუნდეთ, რომ ისინი დროებით ქმედუუნაროა შეჯახების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ უბედური შემთხვევები და მძღოლის დაშავება.
დარტყმის მონიტორინგი: დარტყმის გადამცემი სენსორების საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დაფიქსირებულ შეჯახებას, როდის და სად მოხდა და რა სიჩქარით. შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ სატვირთელი ურიკები შეჯახების შემდეგ ნელა მოძრაობენ და სრული სიმძლავრით მუშაობას შეძლებენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება მათი გადატვირთვა უფლებამოსილი პერსოალის მიერ.
მემანქანის უსაფრთხოება: თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაიგოთ, თუ ვინ არიან ლიცენზირებული მემანქანეები, შეამოწმოთ მათი ლიცენზიები და ვის სჭირდება გადამზადება, ასევე, დარწმუნდეთ რომ მემანქანეება გაიარეს გარკვეული უსაფრთხოების პროცედურები.
კონტროლი: ყოველთვის საქმის ყურში იყავით იმასთან დაკავშირებით,თუ რა ხდება. სადაც არ უნდა იყოთ, გქონდეთ ზომების მიღების შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში.
3. მანქანისა და აკუმულატორის ხანგრძლივობის გაზრდა
მანქანის უფრო ხანგრძლივი გამოყენების ვადა: სატვირთელი ურიკების ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესების გზით ენერგოეფექტურობა: აკუმულატორის გამოყენების დაკვირვებითა და გაუმჯობესებით შესაძლებელია აკუმულატორის უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება.
4. ღირებულების დაწევა
- ოპერაციული ღირებულების შეზღუდვა იმისათვის, რომ მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების პარკის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია, საჭიროების შემთხვევაში.
- ზარალის თავიდან აცილება უსაფრთხოების პარამეტრების საშუალებით
- ტექნიკური დათვალიერების ღირებულების დაწევა მონიტორინგის გზით.
- დაზღვევის ღირებულების დაწევა უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ხარჯზე.
I_Site_ის მეშვეობით შეგიძლიათ პირდაპირ მიიღოთ სხვადასხვა სახის მომსახურება. თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომსახურების ჯგუფს და ამასთანავე ატვირთოთ ფოტო ან დატოვოთ შეტყობინება. აგრეთვე, ხელმისაწვდომია მომსახურების ღირებულების მაჩვენებელიც, რომელიც დაკავშირებულია Toyota-ს მომსახურების მონაცემთა სისტემებთან.
ტელემატიკები, ასევე, შეიძლება გამოიყენოთ ტექნიკოსების უკეთესი გადამზადების მიზნით. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, თუ როგორ შეიძლება სიახლემ და ურთიერთკავშირმა გააუჯობესოს ჩვენი მომხმარებლის და ტექნიკოსების მომსახურება. სარგებელს შორის არის მისი დაკავშირების შესაძლებლობა Toyota-ს ახალი მობილური სერვისის პლატფორმასთან, რომელიც განკუთვნილია ტექნიკოსებისთვის, T_Stream-თვის. ამ მომსახურების მექანიზმს შეუძლია გააერთიანოს ერთმანეთთან დაკავშირებული სატვირთველების მაჩვენებლები მომსახურე ტექნიკოსებთან, და ამით გაზარდოს მომსახურების ეფექტურობა. ამ სფეროს ტექნიკოსებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, შეუძლიათ უზრუნველყონ აღჭურვილობის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირება, რაც გამოიწვევს სარემონტო ხარჯების დაკლებას. მალე, „ჭკვიანი“ სატვირთელები შეძლებენ აჩვენონ მომხმარებელს კარგი სერვისი. ტექნიკური ხარვეზის წინასწარი აღმოჩენით, მომხმარებლები მიიღებს უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე მოწყობილობას, რომელიც გამოიწვევს უმოქმედობის (გაცდენის-downtime) არარსებობას.
მომავალში, ჩვენ შევცვლით ჩვენი ბიზნესის მოდელს, რომელიც სრულიად მორგებული იქნება ჩვენი მომხმარებელის ინტერესებზე. ტელემატიკების მეშვეობით შევძლებთ გირჩიოთ და მაქსიმალურად დაგეხმაროთ. ერთმანეთთან დაკავშირებული სატვირთელები ასევე მისცემენ Toyota-ს საშუალებას შეაკეთონ თქვენს სატვირთელები მათ დაზიანებამდე.
იხილეთ მეტი:
როგორ შეუწყოფს ხელს სატვირთველში ჩაყენებული ინტეგრირებული ტელემატიკა უკეთეს მომსახურებას?
ღირებულების კონტროლი
თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ სამუშაო ხარჯები, თქვენი სატვირთელი ურიკების უტილიზაცია და ზარალის ღირებულება
მწარმოებლურობა
თქვენ შეგიძლიათ ანგარიშების დეტალურად გამოკვლევა სამუშაო ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
I_Site იმპულსური სენსორებისა და კონტროლის წვდომის საშუალებით უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და რისკის პრევენციას
გარემო
თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სატვირთელი ურიკებისა და აკუმულატორების უტილიზაცია და მათი ხანგრძლივი მოქმედება
გაიგეთ მეტი ჭკვიანი სატვირთელების შესახებ>
რა სარგებელი მოაქვს „ჭკვიან" სატვირთელებს თქვენი ბიზნესისათვის>
როგორ აუმჯობესებს ჭკვიანი სატვირთელი თქვენს მომსახურებას>
როგორ წყვეტენ „ჭკვიანი" სატვირთველები ლოგისტიკურ გამოწვევებს>
ჩვენი ხედვა ჭკვიანი ლოგისტიკების შესახებ>