• 2018 წლის ოქტომბრიდან შეკვეთილი სასაწყობო სატვირთველები არის ჭკვიანი სატვირთველები
• ტელემატიკის ინტეგრირებული მოწყობილობა სტანდარტის სახით
• I_Site აპლიკაციის მარტივი განახლება
ჭკვიანი სატვირთველები აღჭურვილია ტელემატიკის მოწყობილობით I_Site-თან მარტივად დაკავშირების მიზნით. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ სატვირთველების უტილიზაციასა და მძღოლის ქცევას. ხელის ერთი დაჭერით შეგიძლიათ ტექნოლოგიის გააქტიურება, როლის მეშვეობით შეძლებთ თვალი ადევნოთ თქვენს ოპერაციებს და გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.
ეკონომიური ლოგისტიკა და უწყვეტი ნაკადი არის გამოწვევა ეხლაც და მომავალშიც. რა არის ჩვენი გადაწყვეტილება? სატვირთველებს შორის ჯგუფური მუშაობა ხელოვნური შესაძლებლობების საშუალებით, რომელიც აგზავნის საჭირო სატვირთველს საჭირო ადგილზე საჭირო დროს. დამატებითი მომსახურების მაქსიმალური მუშაობისთვის გადაჭარბებული ოპტიმიზაცია და შედეგად ენერგიის, დროისა და სივრცის ნულოვანი ხარჯვა.
ინოვაციებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ბლოკს >
• უახლესი ტენდენციებით დაინტერესებულ პირებთან მუშაობა
• პასუხების გაცემა
• სტიმულის მიცემა
ლოგიკონომია არის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი აზროვნების აღწერის მიზნით - ეს ნიშნავს ეკონომიურ პროცესებს, ნარჩენების აღმოფხვრას, ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდასა და ხარჯების შემცირებას. ყოველივე ეს მიიღწევა ინოვაციების გამოყენებითა და ანალოგიური შეხედულების მქონე პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით.
გლობალური ტენდენციები, როგორიცაა ელექტრონული კომერცია და მონაცემებისთვის ციფრული ფორმის მიცემა, მასალების ტრანსპორტირების ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად იცვლება და ადაპტირდება. სწორედ ამიტომ, დღევანდელი და მომავალი ლოგისტიკური გადაწყვეტილებებისთვის, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ჩვენი შვილობილი კომპანია Vanderlande და Microsoft.
მიდგომის ნაწილს წარმოადგენს ლოგიკონომიის სტუდენტთა დაჯილდოების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, ახალგაზრდული და ინოვაციური აზროვნების წახალისებას მასალების ტრასპორტირების სფეროში. Toyota Logistic Design (ლოგისტიკური დიზაინის) კონკურსის ორგანიზების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა დიზაინერებთან ღია დიალოგის გამართვა და ახალი იდეების მიღება. წარმატების მიღწევის შემდეგ, ინჟინერიის სტუდენტებმა მიიღეს შეთავაზება - Toyota Logistics Engineering Challenge (ლოგისტიკური ინჟინერიის გამოწვევა) - შეექმნათ ინოვაციური, თუმცა შესრულებადი ტექნიკური გადაწყვეტილებები.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ უნდა ვიყოთ ობიექტურები და საზრიანები, როდესაც საქმე ეხება ლოგისტიკური ტექნოლოგიის სამომავლო ტენდენციებს, და ამის მისაღწევად აუცილებელია მომხმარებლებთან და თანამოაზრე მომწოდებლებთან თანამშრომლობა. ჩვენი მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებთან მუშაობა, მათთვის ჩვენი აზრების გაზიარება და მათი დახმარება ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით პროცესის ყველა ეტაპზე. ჩვენთვის ეს არის უწყვეტი პროცესი, რასაც ვეძახით ლოგიკონომიას. ლოგიკონომიის კონვენცია დაგვეხმარა ჩვენი იდეების გაზიარებაში, ღირებული უკუკავშირის მიღებაში და მომხმარებლებისთვის ჩვენი ეკონომიური აზროვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.