The Toyota 80-Volt electric counterbalanced forklift is built with a durable and robust design, for both indoor and outdoor heavy-duty applications. The models range from 2 to 5 tonnes and are available with energy-efficient lithium-ion power and great ergonomics. Ideal to make the shift to clean electric operations and enjoy outstanding performance with zero emissions in demanding applications.
Traigo80-ის სერია მოიცავს 80V მოდელს (ინტენსიური, მთელი დღის სტაბილური მუშაობისთვის) და 90V ვერსიას (IP54 ძრავით), რომელიც უზრუნველყოფს 30%-ით სწრაფ აწევას, უკეთეს გამავლობას აღმართზე და 12%-ით მეტ ენერგოეფექტურობას.
ტვირთის უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, დამტვირთველში ინტეგრირებულია სენსორული ეკრანი, მისი მართვის სისტემა კი მოქნილი და მანევრულია. ამასთანავე, ოპერატორის ამორტიზებადი პლატფორმა მაქსიმალურად ახშობს ხმაურსა და ვიბრაციას.
სერიაში ხელმისაწვდომია ხუთი სხვადასხვა კონფიგურაცია 3.5-დან 5 ტონამდე ტვირთამწეობით, როგორც კომპაქტური, ისე სტანდარტული ზომის დამტვირთველები. ასეთი მრავალფეროვნებიდან მარტივია ისეთი ტექნიკის შერჩევა, რომელიც კონკრეტულ სამუშაო პირობებში, ტვირთის სპეციფიკისა და სივრცის მოთხოვნების გათვალისწინებით, ეფექტურად იმუშავებს.
2 ტონიდან 3.5 ტონამდე ტვირთამწეობის მქონე მოდელები ენერგოეფექტური ლითიუმ-იონის ბატარეითა და გაუმჯობესებული ერგონომიკით გამოირჩევა. ეს ცვლილება სამუშაო სივრცეში მეტ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს განაპირობებს, საოპერაციო ხარჯებს კი ამცირებს.
სენსორული ეკრანის დახმარებით, ოპერატორსა და დამტვირთველს შორის ინფორმაციის გაცვლა სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. რეგულირებად სახელურზე კი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მარტივად თავსდება მინი ბერკეტები, მრავალფუნქციური ბერკეტები თუ ჯოისტიკი.
მძიმე ტვირთთან ხანგრძლივი მუშაობა ფიზიკურად დამღლელი პროცესია. Traigo80-ის მცურავი კაბინა კი ისეა მოწყობილი, რომ მასში ხმაური და ვიბრაცია ფაქტობრივად არ იგრძნობა.
ლითიუმ იონური ბატარეით აღჭურვილი Traigo80 სწრაფად და პერიოდულად, მოკლე შესვენებების დროსაც იმუხტება. მინიმალური ტევადობის ბატარეაც კი, შესაბამის დამტენთან ერთად, სრული 8 საათიანი სამუშაო ცვლის შესასრულებლად საკმარისია.
80-ვოლტიანი ოთხთვლიანი ელექტროდამტვირთველები, 3.5-დან 5 ტონამდე ტვირთამწეობით, მტკიცე კონსტრუქციით გამოირჩევა. ამ მოდელების შექმნისას უმთავრესი ყურადღება ოპერატორის სამუშაო პირობებს დაეთმო, რათა გარემო მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული ყოფილიყო. მძიმე საგნების თუ რამდენიმე პალეტის უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილება ამ ტექნიკის უდავო უპირატესობაა.
80-ვოლტიანი ოთხთვლიანი ელექტროდამტვირთველები, 3.5-დან 5 ტონამდე ტვირთამწეობით, მტკიცე კონსტრუქციით გამოირჩევა. ამ მოდელების შექმნისას უმთავრესი ყურადღება ოპერატორის სამუშაო პირობებს დაეთმო, რათა გარემო მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული ყოფილიყო. მძიმე საგნების თუ რამდენიმე პალეტის უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილება ამ ტექნიკის უდავო უპირატესობაა.
კონსტრუქციის გამძლეობისა და 500 ან 600 მმ-იანი დატვირთვის ცენტრის წყალობით, ტექნიკა მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა. ეს ფაქტორი უწყვეტი და ინტენსიური რეჟიმით მუშაობისას საიმედოობის გარანტიაა, რის გამოც 80-ვოლტიანი მოდელები მძიმე მასალებს შეუფერხებლად გადააადგილებს როგორც დახურულ საწყობებში, ისე ღია სივრცეებში.
ოპერატორის ამორტიზებადი პლატფორმა, ინტუიციური მართვის პანელი, სრულად რეგულირებადი სავარძელი, საჭის სვეტი და ფეხებისთვის განკუთვნილი ფართო სივრცე საგულდაგულოდაა გათვლილი, რათა სამუშაო პროცესი მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურად პროდუქტიული და ნაკლებად დამღლელი იყოს.
Traigo80 ხელმისაწვდომია როგორც 80V, ისე 90V ტყვიამჟავის თუ ლითიუმ-იონის ბატარეებით, რაც იდეალურად ერგება როგორც პერიოდულ, ისე უწყვეტ სამუშაო რეჟიმს. შესაბამისად, ეს მოდელები საუკეთესო არჩევანია ავტოპარკის მართვისა და ყოველდღიური ინტენსიური მუშაობისთვის.
3.5-დან 5 ტონამდე ელექტროდამტვირთველებს ყველა მხარეს შესანიშნავი ხილვადობა აქვს. მინის სახურავი და დაბალი სამართავი პანელი ტვირთზე თვალყურის დევნებას ამარტივებს, ეს კი სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებას ზრდის.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: