The Toyota Traigo80 6 to 8 tonnes range is big on performance, efficiency and reliability. This 80-Volt counterbalanced truck is perfect for indoor stacking and transport thanks to its high manoeuvrability and strong lift and drive performance. It is also designed for though outdoor working conditions offering a clean and silent solution for heavy-duty load handling.
ბატარეის სხვადასხვა ტექნოლოგიის, მაღალი ენერგოეფექტურობის, სრულად ამორტიზებადი კაბინისა და ოპერატორისთვის შექმნილი ერგონომიული სივრცის წყალობით, 6-დან 8 ტონამდე ტვირთამწეობის Traigo80 მოდელები მძიმე სამუშაოების შესასრულებლად იდეალური, მრავალმხრივი ხელსაწყოა.
ფართო კაბინა აღჭურვილია Toyota-ს სავარძლითა და მოხერხებულად განლაგებული ცენტრალური კონსოლით. სავარძლის, მკლავის დასაყრდნობისა და საჭის რეგულირება შესაძლებელია მძღოლის საჭიროებების მიხედვით.
შესანიშნავი ხილვადობა ყველა მიმართულებით და LED განათება საწყობის შიგნით თუ გარეთ უსაფრთხო მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
უკანა საბურავების მობრუნების მახვილი კუთხის წყალობით, დამტვირთველი თავისუფლად გადაადგილდება ისეთ ვიწრო სივრცეებში, როგორებიც არის საწარმოო მოედნები ან სასაწყობო ზონები.
ძლიერი ძრავები აღმართზე ადვილად სვლის შესაძლებლობასა და მოძრაობის მაღალ სიჩქარეს სთავაზობს მომხმარებელს, რის გამოც ტექნიკა რთული ამოცანების შესასრულებლად გამოდგება. Traigo80 სერიის ყველა მოდელი ინარჩუნებს დიდ ტვირთამწეობას მაღალ სიმაღლეზეც.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: