იცით როგორი ბორბლები უნდა შეარჩიოთ თქვენი სატვირთველისთვის?

ბორბლები ხელის ორკაპა სატვირთველებისთვის

თქვენს სატვირთველს სჭირდება სწორი ტიპის ბორბლები, მუშაობის ოპტიმალურად შესრულებისთვის. სწორი ტიპის ბორბლების შერჩევა დამოკიდებულია გამოყენების სფეროსა და გარემოზე, რომელშიც გამოყენებული იქნება სატვირთველი. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ბორბლებს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.  თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთო ერთ ან ორთვლიანს შორის, სატვირთველის გამოყენებიდან გამომდინარე.  

სხვადასხვა ტიპის ბორბლები ხელის ორკაპა სატვირთველებისთვის

ჩვენს ხელის ორკაპა სატვირთველს შესაძლოა ექვსი სხვადასხვა ტიპის ბორბლები ჰქონდეს. ჩანგლია ან საჭის არჩევა დამოკიდებულია ფასზე, გამოყენების ტიპზე, მოხმარების ინტენსივობასა და ზედაპირზე, რომელზეც სატვირთელის გამოყენება უნდა მოხდეს.

ნეილონი:

• ადვილად სატრიალებელი ბორბალი მაგარ, სწორ იატაკზე
• მაგარი და გამძლე
• საუკეთესო არჩევანია მძიმე ტვირთის ტრანსპორტირების დროს

პოლიურეთანი:

• უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესაც ხმაურის დაბალი დონეა საჭირო
• მძიმე ტვირთის ქაჩვა ოდნავ რთულდება
• შეესაბამება გამოყენების ყველა დონეს

Powerthan - პოვერტანი:

• უხმაუროდ გადაადგილდება
• კაუჩუკის ბორბალზე გაცილებით გამძლეა
• ცვეთის მაღალი ამტანობა აქვს

კაუჩუკი

• ძალიან ჩუმია
• უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას სველ/ სრიალა იატაკზე
• ზოგჯერ რთულია სატვირთველის დაძვრა

რკინა

• შესაფერისია მძიმე [მასალების] წარმოებისთვის
• ბორბალი ადვილად ბრუნავს, რაც ხელს უშლის პატარა ნამსხვრევებისა ან ნივთების ბორბალზე მიკრობას
• გამოირჩევა ძალიან ხანგრძლივი გამძლეობით

ორღერძა თვალი

ორღერძა თვალის გამოყენება უკეთესია არასწორ იატაკზე. ვინაიდან ტვირთი მეტ ბორბალზეა განაწილებული (ნაკლები წერტილოვანი დატვირთვა და ნაკლები წერტილოვანი ხახუნი), ცალკეული ბორბლის ცვეთა ნაკლებია.

მთლიანი თვალი, ბორბალი

მთლიანი ბორბლის გამოყენება უმჯობესია სწორ იატაკზე და ადვილად მოხვევის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მისი ცვეთის ხარისხი მაღალია. ასეთი ბორბალი ყოველთვის კომბინირებულია ასაწევ ბორბალთან ჩანგლის წვერზე, რაც ხელს უწყობს პალეტების ადვილ გადაადგილებას გრძელ მხარეს.

ელექტრო სატვირთველის ბორბლები

ელექტრო სატვირთველის მოდელები გთავაზობთ ოთხი სხვადასხვა ტიპის ბორბალს.

წამყვანი ბორბლის არჩევა დამოკიდებულია ფასზე, გზის მახასიათებლებზე, გამოყენების ინტენსივობაზე, გამოყენების ტიპსა და დატვირთვის გამკლავების ეფექტურობაზე. სამი სხვადასხვა სახის ბორბალთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

1) გორგოლაჭისებრი თვალი - როდესაც სატვირთო უხვევს ან გაივლის ამობურცულ ადგილს, ერთ გორგოლაჭისებრ ვალზე დატვირთვა იზრდება ზამბარის კომპრესიის გამო. საგრეხი ტუბის საშუალებით, მეორე ზამბარის კომპრესიის ხარისხი ზუსტად იდენტური იქნება. სატვირთველი სტაბილურობას ინარჩუნებს და არ იწყებს აქეთ-იქით რყევას, რაც კლასიკურ მოვლენას წარმოადგენს მაშინ, როდესაც ზამბარის მაკავშირებლები არ ურთიერთქმედებენ.

2) წამყვანი თვალი - ვინაიდან წამყვანი თვალი განთავსებულია ცენტრალურ ადგილზე, მანქანა არ იხრება როდესაც ბორბალი ტრიალის შემდეგ მოჭიდებას განახორციელებს, მაგალითად, სველ იატაკსა და პანდუსებზე. როდესაც წამყვანი თვალი ცენტრიდან მოშორებითაა განთავსებული, ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვან რყევებს შეიძლება წავაწყდეთ.

3) ჩანგლისებრი ბორბალი - მისი ამორჩევა შესაძლებელია მთლიანსა და ორღერძა ჩანგლისებრ ბორბალს შორის. მთლიანი თვალი კარგია ადვილი მანევრირებისა და გრძელ ადგილას მოხვევისათვის, ხოლო ორღერძა - არასწორ ზედაპირზე ადვილად ასასვლელად და მძიმე ტვირთის გადასატანად.

ელექტრო სატვირთველების ბორბლების მასალა

წამყვანი და ჩანგალა ბორბლების არჩევა დამოკიდებულია ფასზე, გამოყენების ტიპზე, გამოყენების ინტენსივობასა და ასევე იმ ზედაპირის ტიპზე, რომელზეც სატვირთო უნდა გამოვიყენოთ. 

ხახუნი

• უზრუნველყოფს ძალიან კარგ მოჭიდებას, ტენიან ზედაპირებზეც კი
• არ ტოვებს კვალს იატაკზე

ვულკოლანის კვარცი

• აქვს ზუმფარის ქაღალდის ეფექტი, რაც ზედაპირების უმნიშვნელო ცვეთას განაპირობებს
• მოჭიდების მაღალი დონე

ვულკოლანი

• უცვეთი (გამძლე) ბორბალი, რომელიც გათვლილია ძალიან მაღალ დატვირთვაზე
• იდეალური არჩევანია მუშაობის მძიმე რეჟიმისთვის

ტოპტანი

• განკუთვნილია ტვირთის ნორმალური ტრანსპორტირებისთვის
• უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას

პოლიურეთანი

• შედარებით იაფი ალტერნატივა, რომელიც შექმნილია ნაკლებად ინტენსიური გამოყენებისათვის
• შეესაბამება ყველა ტიპის გამოყენებას

BT Lifter-ის ყიდვის 12 მიზეზი

60 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით, ჩვენ გვაქვს ხელის სატვირთველები ყველა შემთხვევისთვის და ეს დაზოგავს თქვენს ფულს.

აღმოაჩინეთ ყველა სარგებელი

Need Service?

Our service team is here 24/7 to assist you!

Why Toyota Service?

Toyota Rental Solutions

Toyota–ს გაქირავების გადაწყვეტილებები

ჩვენ გთავაზობთ  სატვირთო მანქანების გაქირავებას მოქნილი პერიოდებისთვის. იქნება დღე, კვირა ან თვეები, მოკლე გაფრთხილებით თუ წინასწარ: თქვენ შეგიძლიათ გვენდოთ.

წაიკითხეთ მეტი გაქირავების გადაწყვეტილებები-ის შესახებ

გჭირდებათ დახმარება?

ჩვენ გიადვილებთ კონტაქტს. შეგიძლიათ ელ.ფოსტის გამოგზავნა ან თუ გსურთ, დაგვირეკეთ. ხელმისაწვდომია ორშაბათი - პარასკევი, დილის 10 საათიდან - საღამოს 6 საათამდე.

კონტაქტი >