Toyota BT Lifters არის ეკონომიური, ინოვაციური და საიმედო გადაწყვეტილება მასალების ტრანსპორტირებისთვის. არის რა შესაფერისი ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ოპერაციისთვის, ნაკლებ-ხმაურიანი ოპერაციებისა და კოროზიული და ნახევრად სველი გარემოს ჩათვლით, BT Lifter-ის სერია ადგენს მსოფლიო სტანდარტს პალეტების ხელით ტრანსპორტირებაში.
BT Lifter-ს შეუძლია 100,000-ჯერ აწიოს ტვირთი ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში; ეს არის ორკაპა სატვირთველის უდაო გამარჯვება, რომელიც პირველად დაინერგა დაახლოებით 60 წლის წინ.
სატვირთველების ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის და უწყვეტი მუშაობის, ასევე შერჩეული შასის სიცოცხლის ხანგრძლიობის და დაბალი საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, თუ რატომ გაიყიდა 3,340,000 BT Lifter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი სატვირთველები შექმნილია უსაფრთხო, საიმედო და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. კონტროლირებადი და უწყვეტი ტესტების საშუალებით ჩვენ განვსაზღვრეთ რამდენი სამუშაო ციკლის შესრულება შეუძლია BT Lifter-ს. შედარებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ხელის სატვირთველების უმეტესობა ცვდება და დაახლოებით ხუთჯერ საჭიროებს შეცვლას ერთიდაიგივე მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად: BT Lifter-ის განვითარება ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში. გაიგეთ მეტი ჩვენი სხვადასხვა ხელის სატვირთველების შესახებ. ჩვენ გვყავს სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ თქვენს მოთხოვნებს.
BT High Lifter მოდელებს, რომელთაც შეუძლიათ 800მმ სიმაღლეზე აწევა, არა მარტო გადააქვთ ტვირთი სწრაფად და მარტივად, არამედ წევენ ტვირთ სასურველ სიმაღლეზე, ან ასრულებენ სხვადასხვა სიმაღლეზე რეგულირებადი სამუშაო მაგიდის ფუნქციას. ასევე ხელმისაწვდომია ელექტროამწევი და Inox-ის მოდელები.